მეხუთე დღე
გავიხსენეთ შესწავლილი
მასალა.
ტრენინგი დაიწყო
აქტიურად , რა დროსაც წყვილებში მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის მონახაზი, გავეცანით შესაბამის სტანდარტს
და მიზნებს, 21-ე საუკუნის უნარებს . მეწყვილეს
დავუტოვეთ კომენტარები და შემდგომ ამისა, ვიმუშავეთ
კომენტარების გათვალისწინებაზე - შევიტანეთ
შესწორებები პროექტში კოლეგის რეკომენდაციის საფუძველზე.
ტრენინგის მეორე ნაწილში ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე, მისი დიზაინის შერჩევაზე, ბლოგზე გვერდების
შექმნასა და მათ დალაგებაზე. დავამუშავეთ სასარგებლო
ბმულების გვერდი და შევარჩიეთ რამდენიმე საჭირო
ლინკი. გავეცანით ფოტოარქივის გვერდზე მუშაობის
, ფოტოებისა და ვიდეოების ატვირთვის პრინციპებს. ფოსტის დრაივზე ავტვირთეთ მომზადებული პრეზენტაცია და შემდგომ ამისა, გამოვაქვეყნეთ საკუთარ ბლოგზე.
ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ბლოგზე მუშაობა
და მისი შესაძლებლობების გაცნობა. ვფიქრობ, ამ დღეს მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება სამომავლოდ.
No comments:
Post a Comment