მეექვსე დღე
გავიხსენეთ გავლილი მასალა. განვაახლეთ მუშაობა გეგმის
შაბლონზე . პროცედურების კატეგორიაში გავწერეთ შესასრულებელი აქტივობები დღეეებისა
და მოსწავლეთა ჯგუფების მიხედვით. ვიმუშავეთ წყვილებში, ერთმანეთს გავაცანით მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობა
, მივეცით რეკომენდაციები ერთმანეთს.გავითვალისწინეთ მიღებული რეკომენდაციები პროცედურების საბოლოო სახით
ჩამოყალიბებისთვის.
კიდევ ერთხელ მოვირგეთ მოსწავლის როლი და ჯგუფების მიხედვით
შემუშავებული აქტივობების გამოყენებით შევასრულეთ დავალებები. მოვამზადეთ პრეზენტაცია/
საინფორმაციო პოსტერი. ტრენინგმა საინტერესოდ
ჩაიარა.
ძლიერი მხარეები: კოლეგის მოსმენა და მისი აზრის გათვალისწინება.
პრეზენტაციაზე/პოსტერზე მუშაობის გამოცდილება
შეკითხვები ტრენერთან :
რამდენად მკაფიოდ,
გამართულად და საჭირო
ფორმით მაქვს ჩამოყალიბებული პროექტის მიზნები?
რამდენად ადეკვატურად მაქვს დასმული პროექტის შინაარსობრივი
კითხვები?
მარეხი,აუცილებლად გადავხედოთ ერთად თქვენს მიზნებს და კითხვებს:)
ReplyDeleteმანამდე კი რჩევისთვის:
მიზნებში კონკრეტულად უნდა იყოს აღწერილი , თუ რა გსურთ, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ. მიზანი უნდა იყოს შეფასებადი. (იხ მე-2 მოდულის აქტივობა 1 -ის, ნაბიჯი2: სასწავლო მიზნების შემუშავება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისთვის გადახედეთ, მე-2 მოდულის აქტივობა 2 -ის, ნაბიჯი 1. ასევე კითხვების ნიმუშებს და პრეზენტაციას, რომელიც თქვენი სახელის და გვარის საქაღალდეში, კურსის რესურსებში გაქვთ მოთავსებული.