Tuesday, May 31, 2016

მეექვსე დღე

გავიხსენეთ გავლილი მასალა. განვაახლეთ მუშაობა გეგმის შაბლონზე . პროცედურების კატეგორიაში გავწერეთ შესასრულებელი აქტივობები დღეეებისა და მოსწავლეთა ჯგუფების  მიხედვით.  ვიმუშავეთ წყვილებში,  ერთმანეთს გავაცანით მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობა , მივეცით რეკომენდაციები ერთმანეთს.გავითვალისწინეთ  მიღებული რეკომენდაციები პროცედურების საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთვის.
კიდევ ერთხელ მოვირგეთ მოსწავლის როლი და ჯგუფების მიხედვით შემუშავებული აქტივობების გამოყენებით შევასრულეთ დავალებები. მოვამზადეთ პრეზენტაცია/ საინფორმაციო პოსტერი.  ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.

ძლიერი მხარეები: კოლეგის მოსმენა და მისი აზრის გათვალისწინება. პრეზენტაციაზე/პოსტერზე მუშაობის გამოცდილება

შეკითხვები ტრენერთან : 

რამდენად  მკაფიოდ, გამართულად    და საჭირო  ფორმით მაქვს ჩამოყალიბებული პროექტის მიზნები?

რამდენად   ადეკვატურად მაქვს დასმული პროექტის შინაარსობრივი კითხვები? 
მეხუთე დღე

     გავიხსენეთ შესწავლილი მასალა.
    ტრენინგი  დაიწყო  აქტიურად  , რა დროსაც  წყვილებში მოვისმინეთ ერთმანეთის  პროექტის მონახაზი, გავეცანით შესაბამის სტანდარტს და მიზნებს,  21-ე საუკუნის უნარებს . მეწყვილეს დავუტოვეთ  კომენტარები და შემდგომ ამისა, ვიმუშავეთ კომენტარების გათვალისწინებაზე -  შევიტანეთ შესწორებები პროექტში კოლეგის რეკომენდაციის საფუძველზე.
     ტრენინგის  მეორე ნაწილში ვიმუშავეთ ბლოგის  შექმნაზე, მისი დიზაინის შერჩევაზე, ბლოგზე გვერდების შექმნასა  და მათ დალაგებაზე. დავამუშავეთ სასარგებლო ბმულების გვერდი და  შევარჩიეთ რამდენიმე საჭირო  ლინკი. გავეცანით ფოტოარქივის გვერდზე მუშაობის , ფოტოებისა და ვიდეოების ატვირთვის პრინციპებს.  ფოსტის დრაივზე ავტვირთეთ  მომზადებული პრეზენტაცია   და შემდგომ ამისა, გამოვაქვეყნეთ საკუთარ  ბლოგზე. 
ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ბლოგზე მუშაობა და მისი შესაძლებლობების გაცნობა. ვფიქრობ, ამ დღეს მიღებული ცოდნა აუცილებლად  გამომადგება სამომავლოდ.

ძლიერი მხარეები:  ვიცოდი  ფოსტის დრაივზე მუშაობის ძირითადი პრინციპები.
მეოთხე დღე

გავიხსენეთ წინა  ტრენინგზე  შესწავლილი საკითხები. განვიხილეთ მოსწავლის წინარე ცოდნის შესაფასებელი რამდენიმე მეთოდი და ავარჩიეთ ერთ-ერთი მათგანი გამოსაყენებლად. მოვირგეთ მოსწავლის როლი და შევავსეთ შერჩეული ბარათები.   ბარათიდან  მიღებული ინფორმაციის საფუძველზე  შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა.  
გავეცანით მეორე მოდულს . კერძოდ , თუ რა უნდა გავითვალისწინოთ მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბების დროს.    მოდულში განვიხილეთ განმავითარებელი  და განმსაზღვრელი შეფასებები და მათი გამოყენების სტრატეგიები.
ვიმუშავეთ გეგმის შაბლონში.


ძლიერი მხარეები:  შეფასების მეთოდების და წინარე ცოდნის გასააქტიურებელი მეთოდების ცოდნა.
მესამე დღე:

ვიმუშავეთ პროექტის სცენარის შედგენაზე, შესაბამისი აქტივობების ჩამოყალიბებაზე, აგრეთვე თუ რა საბოლოო პროდუქტის მიღებას ვაპირებთ არჩეული თემით მოსწავლეებისგან.
განვსაზღვრეთ შერჩეული თემის კავშირი  სხვა საგნებთან და თითოეული საგნის სტანდარტიდან  ამოვწერეთ   შესაბამისი  ინდიკატორები. მიზნების/ შედეგების რუბრიკის  შევსებისას გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები,  განვსაზღვრეთ და ჩამოვაყალიბეთ  პროექტის ძირითადი მიზნები.
ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.

ძლიერი  მხარეები:
თემის მრავალფეროვნად გაშლის უნარი,  მასზე მორგებული საკლასო თუ  არასაკლასო ღონისძიებებით. საგნის სტანდარტის , ბლუმის ტაქსონომიის ცოდნა და გამოყენება. მარტივად ორიენტირება პროექტის სტრუქტურაში.

რეკომენდაციები საკუთარი  თავისთვის:

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გადახედვა;   მუშაობა მიმართულების  მიმცემ საკვანძო  კითხვებზე და მიზნების უფრო მკაფიოდ, გასაგები შინაარსით ჩამოყალიბებაზე.