მეექვსე დღე
გავიხსენეთ გავლილი მასალა. განვაახლეთ მუშაობა გეგმის
შაბლონზე . პროცედურების კატეგორიაში გავწერეთ შესასრულებელი აქტივობები დღეეებისა
და მოსწავლეთა ჯგუფების მიხედვით. ვიმუშავეთ წყვილებში, ერთმანეთს გავაცანით მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობა
, მივეცით რეკომენდაციები ერთმანეთს.გავითვალისწინეთ მიღებული რეკომენდაციები პროცედურების საბოლოო სახით
ჩამოყალიბებისთვის.
კიდევ ერთხელ მოვირგეთ მოსწავლის როლი და ჯგუფების მიხედვით
შემუშავებული აქტივობების გამოყენებით შევასრულეთ დავალებები. მოვამზადეთ პრეზენტაცია/
საინფორმაციო პოსტერი. ტრენინგმა საინტერესოდ
ჩაიარა.
ძლიერი მხარეები: კოლეგის მოსმენა და მისი აზრის გათვალისწინება.
პრეზენტაციაზე/პოსტერზე მუშაობის გამოცდილება
შეკითხვები ტრენერთან :
რამდენად მკაფიოდ,
გამართულად და საჭირო
ფორმით მაქვს ჩამოყალიბებული პროექტის მიზნები?
რამდენად ადეკვატურად მაქვს დასმული პროექტის შინაარსობრივი
კითხვები?